რა მოხდა თბილისის აეროპორტში - კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

რა მოხდა თბილისის აეროპორტში - კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. მიზეზი სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

აეროპორტში დაშვებამდე ფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ავარიულად დაშვების დროს.

თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო არც მგზავრები და არც თვითმფრინავი არ დაზიანებულან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია