სირიის ცაზე კიდევ ერთი რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ტერორისტებმა პილოტი ადგილზე მოკლეს

სირიის ცაზე კიდევ ერთი რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ტერორისტებმა პილოტი ადგილზე მოკლეს

სირიის პროვინცია იდლიბში, სელა მაასრანის რაიონში, ბოევიკებმა რუსული საბრძოლო Су-25 ჩამოაგდეს. სირიის თავისუფალი არმიის "ჯეიშ ენ-ნასრის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში, აღბეჭდილია თუ როგორ იწვის მარჯვენა ძრავა, პილოტი კი კატაპულტირებას აკეთებს...

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო უწყებებს ეს ფაქტი არ დაუმალავთ, პირიქით, საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა დაადასტურეს და ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს... რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღიარა, რომ პილოტი ტერორისტებმა იპოვეს და მოკლეს. ამჟამად კი თურქეთთან ერთად მისი ცხედრის პოვნას ცდილობენ.

იდლიბის პროვინცია, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და თურქეთს ესაზღვრება. ბოლო დროს, იქ თითქოს კონფლიქტის დეესკალაცია მოხდა, თუმცა, თავად რუსებიც კი აღიარებენ, რომ იქ საბრძოლო მოქმედებები არათუ გრძელდება, არც კი შეწყვეტილა. მათივე თქმით, ეს რაიონი, როგორც რუსეთისთვის, ასევე თურქეთისთვის, აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება...

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გენერალური შტაბი, ჯერ კიდევ 2017 წლის 6 დეკემბერს აცხადებდა, რომ სირია რადიკალი ისლამისტებისგან თავისუფალია, ახლა თანდათან ირკვევა, რომ პრობლემა და საფრთხეები, ჯერ კიდევ დიდია, ტეროროსტები ჯერ კიდევ საკმაოდ დიდ ძალას ფლობენ და შესაბამისად, მისი გამოყენებაც შეუძლიათ.

იდლიბის საკითხი, სირიის არმიის ხელმძღვანელობამ, 9 იანვარს, რუსეთისა და ირანის ელჩებთან ერთად განიხილა. მაშინ თურქეთი ამბობდა, რომ იდლიბის ტერიტორიას ე.წ. ზომიერი ოპოზიცია აკონტროლებს და მათ სირიის სხვა პროვინციებშიც საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ...

რუსული მედიის თქმით, სწორედ იდლიბის პროვინციის რაიონიდან, რომელსაც "ზომიერი ოპოზიცია" აკონტროლებს, იანვრის დასაწყისში, "ჰმეიმის" რუსული ავიაბაზა უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა...

ასევე რუსული მედიის ცნობით, ამავე პროვინციაში, რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე დანაყოფი შევიდა, მათ შემადგენლობაში 100-მდე ერთეული ტანკი, შეჯავშნული და საბრძოლო მანქანაა. კოლონამ მშვიდად ჩაიარა თურქეთის საკონტროლო გამშვები პუნქტი "რეიჰანლი", რომელიც სირიის თავისუფალი არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა და "რა გამოდის" - Су-25 -ი ჩამოაგდეს იმ ბოევიკებმა, რომლებიც თურქეთის მიერ კონტროლდებიან თუ?.. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსულ საბრძოლო აპარატზე თავდასხმა სირიის თავისუფალმა არმიამ დაგეგმა.." - ვარაუდობს რუსული მედია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სირიაში, რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის სამხედრო უწყებები რეალურ დანაკარგზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ოფიციალურად, ბოლო დროის განმავლობაში, ტერორისტებმა 8 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მათ შორის - ორი სატრანსპორტო და სამი საბრძოლო ვერტმფრენი,  Су-24М  ბომდბამშენი  - Су-25 რეაქტიული თვითმფრინავი. ეს Су-25 –ი მეცხრეა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე