"დიდი ლიტერატურული ტურნე 2018" თელავის "ბიბლუსი გალერეაში" გრძელდება

"დიდი ლიტერატურული ტურნე 2018" თელავის "ბიბლუსი გალერეაში" გრძელდება

"ლიტერატურული ტურნე 2018" გრძელდება. 1 თებერვალს, "ბიბლუსის" მასშტაბური პროექტის რიგით მეორე შეხვედრა თელავში, "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში ლიტერატურული საღამო მოწყობა, სადაც კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ავტორები ია კარგარეთელი და შორენა ხუხუა მკითხველებს შეხვდებიან და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ წიგნებს წარუდგენენ.

ლიტერატურულ საღამოზე ავტორები თავიანთ რომანებზე ისაუბრებენ, ასევე, მიმოიხილავენ იმ პრობლემებსა და საკითხებს, რომლებიც მათ რომანებშია აქტუალური.

"ბიბლუსი" აღნიშნავს "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესაც", რომლის ფარგლებშიც ავტორები საჯაროდ წაიკითხავენ ამონარიდებს თავიანთი წიგნებიდან. ლიტერატურულ საღამოზე სპეციალურ სტუმრად მიწვეული იქნება მწერალი ტორესა მოსი, რომელიც კონკურსის გამარჯვებულ ავტორებთან ერთად წაიკითხავს ამონარიდებს თავისი წიგნიდან "სიბრძნე სიცრუისა".

"ბიბლუსი" მისულ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზებსაც ჰპირდება. ღონისძიებაზე წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება. პირველი 30 წიგნი 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. შემდგომ წიგნებზე კი 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა იმართება იმ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც "ბიბლუსმა" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმა. მის ფარგლებში მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერლებს, გაესაუბრონ მათ შემოქმედებასა და სხვა საინტერესო თემებზე. თელავის "ბიბლუსი გალერეაში" შეხვედრა უკვე გაიმართა ელის დოჯსონსა და თათული ღვინიანიძესთან.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/157006018354582/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს