საბოლოო 50%-მდე საახალწლო ფასდაკლება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დაიწყო!

საბოლოო 50%-მდე საახალწლო ფასდაკლება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დაიწყო!

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" საბოლოო -50%-მდე სეზონური ფასდაკლება დაიწყო! საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის და ამ პერიოდში სადღესასწაულოდ საჭირო ნივთების შესაძენად თანხის დაზოგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ამ მხრივ "ბიბლუსი" ანებივრებს მომხმარებელს და მან ახალი წლისთვის საბოლოო სეზონური ფასდაკლება უკვე დაიწყო.

"ბიბლუსი" წიგნების ყველაზე ფართო ასორტიმენტზე ერთგულ მომხმარებელს -50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ამგვარად თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ საახალწლოდ განაახლოთ თქვენი ბიბლიოთეკა ან შეარჩიოთ საინტერესო წიგნები საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრად, რადგან წიგნი ნამდვილად უნივერსალური და საუკეთესო საჩუქარია.

გარდა წიგნებისა, "ბიბლუსი" ერთგულ მომხმარებელს ნაძვის ხეებისა და საახალწლო აქსესუარების ფართო არჩევანსაც დიდი ფასდაკლებით სთავაზობს. თუ ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, ნაძვის ხე ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, მაშინ "ბიბლუსში"უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხეების ბოლო ერთეულების შეძენა 40%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ. ფასდაკლება ვრცელდება ნაძვის ხის მოსართავ მოდურ ბურთებზეც, რომელთა შეძენაც უკვე ზუსტად ნახევარ ფასადაა შესაძლებელი. "ბიბლუსში" შეხვდებით კერამიკის საახალწლო აქსესუარებსა და ულამაზეს თოვლის ბაბუებსაც, რომლებიც თქვენს საახალწლო დეკორს ნამდვილად განსაკუთრებულს გახდის და რომელთა შეძენაც 40%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ.

თუ ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო სადღესასწაულო ნივთების შესაძენად და თანაც თანხის დაზოგვა გსურთ, მაშინ "ბიბლუსში" სტუმრობისთვის ნამდვილად შესანიშნავი პერიოდია. დიდი სეზონური ფასდაკლება "ბიბლუსის" ყველა ფილიალში მოქმედებს, თუმცა ნაძვის ხეებისა და საახალწლო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი შემდეგ ფილიალებშია წარმოდგენილი: თბილისი: "ბიბლუსი გალერეა" კანდელაკის #7 და ჭავჭავაძის 7; ასევე ვაჟა-ფშაველას #47. ბათუმი: "ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის #52.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი