„ვენდიმ“ საახალწლო წარმოდგენაზე სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა

„ვენდიმ“ საახალწლო წარმოდგენაზე სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა

რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" საახალწლო წარმოდგენაზე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ქვიშის საათის" ბენეფიციარები არიან. "ვენდიმ" ბავშვებს წინასაახალწლო განწყობა მულტიპლიკაციური გმირებისა და სანტა კლაუსის წარმოდგენით შეუქმნა, საახალწლო ღონისძიების შემდეგ კი ბენეფიციარები დაასაჩუქრა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქვიშის საათის" წარმომადგენელმა, სალომე ლოლაძემ აღნიშნა, რომ "ვენდი" აქტიურად არის ჩართული მათი ბენეფიციარების დახმარებაში და სხვადასხვა მხიარულ აქტივობებს უწყობს ფონდის ბავშვებს.

"დღეს გვაქვს წინასაახალწლო ზეიმი, ეს ძალიან მხიარული და ბედნიერი დღე არის ბავშვებისთვის. მათ ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ასეთ საღამოებზე დაასწრონ თავიანთი შვილები, შესაბამისად, მათ "ვენდიმ" გაულამაზა დღესასწაული," - აღნიშნა სალომე ლოლაძემ.

26 მაისის მოედანზე მდებარე "ვენდის" რესტორანი 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვის მართავს. წინასაახალწლოდ, "ვენდიში" სტუმრად მისულ ბავშვებს ჯადოსნური წარმოდგენა, სპეციალურად საახალწლო, საბავშვო მენიუ 2 -ჯერ მეტი "ვენდის" მონეტით, უამრავი თამაში და საჩუქარი ელოდებათ.

"ვენდის" მარკეტინგის დირექტორის, ელენე კოხრეიძის თქმით, "ვენდიმ" დაიწყო წინასაახალწლო ზეიმები, სადაც ბავშვებს ელოდებათ მრავალი სახალისო პროგრამა. პირველად კი სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლეს.

"დღეს ჩვენ მრავალშვილიან ოჯახებს მოვუწყვეთ სახალისო ღონისძიება. 25 დეკემბრიდან კი უკვე "ვენდი" ყველა პატარას ელოდება საახალწლო ზეიმებზე," - განმარტა ელენე კოხრეიძემ.

საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა "ვენდის" დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი.

თეკლე ჯანელიძე

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი