თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი საავტომობილო გზა სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ. ტერიტორიიდან გამოყვანილი იყო ასევე ავტომობილთა გარკვეული ნაწილი. მოქალაქეები კი ქვეითად გადაადგილებას ახერხებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გადადებულია რამდენიმე რეისი, მათ შორის როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის რეისები. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებენ.
აეროპორტის შენობასთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მოქალაქეთა ნაწილი კი აეროპორტის ცენტრალურ შესასვლელთან, ხოლო ნაწილი საპარკინგე ტერიტორიაზე იმყოფება.