„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“ ელიფ შაფაქის წიგნის „ევას სამი ქალიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, "ბიბლუსი გალერეაში" ელიფ შაფაქის წიგნის "ევას სამი ქალიშვილი" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი "პალიტრა L-ის" სერიის "ლიტერე ინვენტეს" ფარგლებში გამოიცა.

"ევას სამი ქალიშვილი" ავტორის მეხუთე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ქართველი მკითხველი შაფაქის შემდეგ ნაწარმოებებს - "სიყვარულის 40 წესი", "ღირსება", "რწყილების სასახლე" და "სტამბოლელი ნაბიჭვარი" უკვე იცნობს.

წიგნს წარადგენენ მთარგმნელი გვანცა გარმელია, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მწერალი დათო ტურაშვილი. საღამო თურქეთის თემას მიეძღვნება და სტუმრებს თურქული ყავითა და ნაციონალური ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან.

წიგნის ანოტაცია: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... პერი, შირინი და მონა - პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია - ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

წიგნის პრეზენტაცია "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) 19:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს