ქალებს მენსტრუაციის დროს ბარი 25%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება

ქალებს მენსტრუაციის დროს ბარი 25%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება

თელ-ავივში მდებარე ერთ-ერთი ბარი მენსტრუაციის პერიოდში ქალებს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. აქციას ბარში Anna Loulou დაარქვეს bloody hour ("სისხლიანი საათი").

ორი ქალი, რომელმაც აქციის შესახებ მოიფიქრა, ამბობს, რომ ქალებს მენსტრუაციის პერიოდში საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, "კრიტიკულ დღეებს" კი მათი ცხოვრების 25% უჭირავს.

ამასთან, ისინი იმედოვნებენ, რომ მენსტრუაცია ტაბუდადებული თემა არ იქნება და მისი განხილვა უხერხულობას არც მამაკაცებს შეუქმნის.

ფასდაკლება მომხმარებლებს იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ პერსონალს ეტყვიან, რომ მენსტრუაცია აქვთ, მათ, უბრალოდ, სიტყვაზე ენდობიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს