კეტი პერი ქართველი დიზაინერი დების სამოსში

კეტი პერი ქართველი დიზაინერი დების სამოსში

როგორც ჩანს, ქართველი დიზაინერები ნელ-ნელა მსოფლიოს იპყრობენ. ცნობილი სახეები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ქართველი დიზაინერების სამოსში. ამჯერად, კეტი პერიმ აირჩია ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი თავისი ახალი ალბომის წარმოსადგენად ლოს ანჯელესში გამართული კონცერტისთვის. მომღერალი კონცერტზე ბრჭყვიალა ვერცხლისფერ კომბინიზონში გამოჩნდა, რომელიც ქართველი დების მიერ შექმნილი ბრენდის, Mach&Mach-ის პროდუქციაა. Mach&Mach ქმნის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს. ბრენდი 2012 წელს დააარსეს - დებმა ნინა და გვანცა მაჭარაშვილებმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერები დემნა გვასალია და დევიდ კომა (კომახიძე) უკვე კარგა ხანია მოსავენ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან რიანა, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, მირანდა კერი, გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი და სხვები იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."