"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კომპანიამ სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა - წყალსადენის ქსელის 3 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ 36 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, აფრიკის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სარეაბილიტაციო პროექტი ორეტაპიანია, ჯამში 4 კმ-ზე მეტი ქსელი იცვლება და 76 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნულ პროექტში 1 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

ჭიჭინაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 2 ივნისს, 12:00 საათიდან, 3 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

აფრიკის დასახლებას, ჭიჭინაძის ქუჩას და ჩიხებს, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის და ჯამბულ წურწუმიას ქუჩებს.

ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, ისნის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი