ათასობით ქართველი თინეიჯერი "ლიბერთინსმა" გააერთიანა - Loudspeakers-ის კონცერტი ოლიმპიურ სასახლეში

ათასობით ქართველი თინეიჯერი "ლიბერთინსმა" გააერთიანა - Loudspeakers-ის კონცერტი ოლიმპიურ სასახლეში

ოლიმპიურ სასახლეში პროექტ "ლიბერთინსის" ორგანიზებით, ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტი იმართება. დარბაზში ათასობით თინეიჯერი შეიკრიბა. სცენაზე მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად, მოთავსებულია დოლურა, რომელიც გათამაშების გრანდიოზული პრიზების მფლობელებს გამოავლენს.

უყურეთ Loudspeakers-ის კონცერტს პირდაპირ ეთერში

თინეიჯერების საყვარელი ლიტერატურული პროექტი Liberteens ერთგული მკითხველებისთვის გრანდიოზულ გათამაშებას აწყობს.

მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ მოიგონ სუპერპრიზები - 2-კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, 2 კაციანი საგზური იტალიაში, 2 ველოსიპედი, HP-ის 2 ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.

ღონისძიება დიჯეი რემბოს მიჰყავს. წარმოდგენის დაწყებისას პროექტის 20-მდე მონაწილემ

მოედანზე "ლიბერთინსის" დროშები გამოიტანა, შემდეგ კი, ორმა "ლიბერთინსელმა" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამ წუთებში სცენაზე ჯგუფი Loudspeakers მუსიკალურ ნომრებს ასრულებს. დარბაზში ათასობით თინეიჯერი იმყოფება, რომლებიც მუსიკოსებს ოვაციებით ჰყვებიან.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი