კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტის სასოწარკვეთით სავსე უკანასკნელი სიტყვები...

კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტის სასოწარკვეთით სავსე უკანასკნელი სიტყვები...

ინტერნეტში გავრცელდა კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტის სასოწარკვეთით აღსავსე უკანასკნელი სიტყვები. მიგელ ალეხანდრო კუიროგა მურაკამი რადიო გადამცემით სადგურს დაუკავშირდა, სანამ მის მიერ მართული თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ბრაზილიელი ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, კატასტროფას განიცდიდა.

პილოტის საუბარი სამართავ ცენტრთან მეორე პილოტმა ხუან სებასტიან უპეგუიმ მოისმინა, რომელიც იმავე რადიო სიხშირეზე იმყოფებოდა.

სიკვდილის წინ კუიროგამ კრიტიკული მდგომარეობა გამოაცხადა და დაამატა: "GPS-ის სისტემა არ მუშაობს. არ ვიცი რა ხდება. ელექტროსისტემა გაითიშა. რადართან კონტაქტი არ მაქვს. ვვარდებით... გვიშველეთ... მოგვეცით მიმართულება დასაფრენი ბილიკისკენ. 1000 ფუტის სიმაღლეზე ვართ..." - ეს იყო სასოწარკვეთილი შეძახილი, რაც პილოტმა გარდაცვალებამდე წარმოთქვა...

მოისმინეთ აუდიოჩანაწერი

თვითმფრინავი, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "შაპეკოენსის" წევრები იმყოფებოდნენ, კოლუმბიის მთებში სამშაბათს ჩამოვარდა და 77 მგზავრიდან, 71 დაიღუპა. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

წაიკითხეთ: ავიაკატასტროფაში დაშავებულმა ბრაზილიელმა მეკარემ სიკვდილამდე მეუღლესთან დარეკვა მოასწრო...

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"