უკანასკნელი ფოტოები თვითმფრინავიდან, რომლის ჩამოვარდნასაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ემსხვერპლნენ...

უკანასკნელი ფოტოები თვითმფრინავიდან, რომლის ჩამოვარდნასაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ემსხვერპლნენ...

ინტერნეტში ვრცელდება უკანასკნელი ფოტოები თვითმფრინავიდან, რომელიც დღეს კოლუმბიაში ჩამოვარდა. კატასტროფას ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრები ემსხვერპლნენ. ფოტოები და სელფები თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული და ფეხბურთელებმა თავიანთი სოციალური ქსელებით ტრაგედიამდე გაავრცელეს.

იხილეთ უკანასკნელი ვიდეო თვითმფრინავიდან

სელფზე ასახულნი არიან ფეხბურთელები ალან რუშელი და დანილო - რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ 6 იღბლიანს შორის არიან, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ. 27 წლის ალან რუშელი "ტვიტერსა" და "სნეპჩეტში" ავრცელებდა ფოტოებსა და ვიდეოებს თვითმფრინავიდან. კიდევ ერთ ფოტოზე ასახულია რუშელი, რომელიც საკაცით გადაყავთ საავადმყოფოში. ის გონზეა, თუმცა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ, 6 ადამიანი გადარჩა, - იუწყება CNN-ის ესპანურენოვანი გამოცემა.

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა