თუ სახლის საახალწლო გაფორმებაზე უკვე ფიქრობთ, ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ

 თუ სახლის საახალწლო გაფორმებაზე უკვე ფიქრობთ, ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ

სახლის სადღესასწაულოდ მორთვა-გამაზება წინასაახალწლო ორომტრიალში ყველაზე სასიამოვნო პროცესია. საახალწლო მოსართავები, დეკორაციები და სათამაშოები დიდს და პატარას ერთნაირად გვჭრის თვალს. თუ გინდათ, რომ თქვენი ახალი წელი ნამდვილად თვალისმომჭრელი იყოს, დროა მაღაზიებში გაიაროთ და ჩამოყალიბდეთ, რა გჭირდებათ წელიწადის ყველაზე გრანდიოზული დღისთვის.

ამისთვის ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეა" ნადვილად კარგ სამსახურს გაგიწევთ. საახალწლო აქსესუარების ახალი კოლექცია კვირაზე მეტია, რაც აქ გამოიფინა და შობამდე იქნება ხელმისაწვდომი.

აკაკი ზოიძე, ბიბლუსი გალერეას კონსულტანტი:

- ერთ–ერთი პირველები ვიყავით, ვინც საახალწლო განწყობა შემოიტანა ქალაქში. წელს მართლაც საოცარი ნივთები გვაქვს -ნაძვის ხეები, სუვენირები, სათამაშოები, ხელნაკეთი დეკორაციები... საკმაოდ ფართო არჩევანს ვტავაზობთ მომხმარებელს როგორც ინტერიერის გასაფორმებლად, ასევე საახალწლო სუფრის გასაწყობად ან საყვარელი ადამიანების დასასაჩუქრებლად. ხარისხი ნამდვილად გარანტირებულია - ნივთებიგერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან,უკრაინიდან და ფინეთიდან შემოდის.

მშობლებს შეუძლიათ ბავშვებიც მოიყვანონ და მათთან ერთად შეარჩიონ სასურველი ნივთები. თუ შიშობთ, რომ პატარა ხელს შეგიშლით ან რამეს დააზიანებს, შეგიძლიათ პირველ სართულზე, საბავშო–შემეცნებით ცენტრში დატოვოთ, სადაც სულ მალე საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიებები დაიწყება. დამერწმუნეთ, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ და საახალწლო განწყობას შეიქმნიან. საახალწლო შოპინგის დასასრულს კი მშობლებს აუცილებლად უნდა გავასინჯებთ ცხელ გლინტვეინს გალერეაში არსებულ იტალიურ კაფეში "ჩი გუსტა"!.

იცით რას ვაკვირდები? ამ ლამაზ გარემოში, სადაც უკვე ახალი წლის განწყობა ტრიალებს, ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია, ვფიქრობ აქ შემოსულთ ცოტა ხნით ავიწყდებათ ყოფითი პრობლემები.

- ყველაზე მეტად, როგორი ნივთები მოსწონთ?

ყველაზე მეტად ნაძვის ხის სათამაშოები იყიდება. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ საახალწლო ირმები, რომლებიც ფილმებიდან გადმოსულ ირმებს გავს. გვაქვს ლაპლანდიური, ე.წ ლოსები, მარხილზე შებმული ირმები, ფერად-ფერადი ირმები  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს