საქართველოში 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული - შემაშფოთებელი მონაცემები

საქართველოში 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული - შემაშფოთებელი მონაცემები

საქართველოს მასშტაბით 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული. ამის შესახებ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ფინანსურმა ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

"ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით, 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყველა ზრდასრული არ არის. ონლაინ სესხების უმეტესობა კი 65 წელს ზემოთ არ გაიცემა", - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლის განცხადებით, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავთ ონლაინ სესხების კომპანიებს, არ არსებობს.

"ამის განსაზღვრა რთულია. შესაძლებელია ერთ ადამიანს ორი წლის განმავლობაში 100 სესხი ჰქონდეს აღებული. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მომხმარებელი ჰყავთ მათ, არ ვიცით რა არის მათი სასესხო პორტფელი, ვადაგადაცილების მაჩვენებელი. ვიცით, რომ დაახლოებით 7-10% გაცემული სესხების იყო ნეგატიური სტატუსის მქონე. სტატისტიკაზე საუბარი ცოტა რთულია", - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

მისი განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც სწრაფი სესხების კომპანიებთან ფორმდება, "კრედიტინფოში" აღიცხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი