თბილისში აღიარებული მარკეტოლოგები - რაფი ალბო და ქრისტიან მენეგონი ჩამოდიან

თბილისში აღიარებული მარკეტოლოგები - რაფი ალბო და ქრისტიან მენეგონი ჩამოდიან

უკვე ცნობილია, რომ თბილისში მარკეტინგის ფორუმი - 2016 გაიმართება. ფორუმის თემაა:“არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან. 

HP-ის წარმომადგენელი ისრაელიდან არის რაფი ალბო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სტამბასთან, სააგენტოსა თუ მწარმოებელთან უთანამშრომლია.

ბეჭდური საშუალებების განვითარების უალტერნატივო გზად ალბო ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას მიიჩნევს. „ყველაფერი მაინც უკვე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბეჭდური საშუალებების მობილურ მოწყობილობებთან ინტეგრაცია ლოგიკური გაგრძელება მგონია“,-განმარტავს იგი.

HP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი, კრისტიან მენეგონი 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე მუშაობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით არაერთი წარმატებული მარკეტიგული პროექტია განხორციელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საკუთარი გამოცდილების წყალობით, რომელიც მან ამ თავგადასავლიანი გზის დასაწყისშივე დააგროვა, კრისტიან მენეგონი ინდუსტრიული პროდუქციისთვის ცოდნისა და კომუნიკაციის ცენტრალური პლატფორმა გახდა.

ცნობილი მარკეტოლოგები, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებენ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ