ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მძიმე დაავადებები გადაუტანიათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მძიმე დაავადებები გადაუტანიათ

ისინი ლამაზები, ნიჭიერები და ცნობილები არიან, მაგრამ ისევე ავადმყოფობენ, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის.

შერონ სტოუნი

2000-იან წლებში მსახიობი თავის ტვინის ანევრიზმით იტანჯებოდა. შედეგად, შერონს ტვინში სისხლი ჩაექცა, თუმცა გადარჩა და გამოკეთება შეძლო.

შინეად ოკონორი

ირლანდიელმა მსახიობმა პირველად თავის დაავადების შესახებ 2003 წელს გაამხილა. ის ფიბრომიალგიით იტანჯება, რასაც ქრონიკული ტკივილები ახლავს მთელ სხეულში, დაღლილობა და ძილის დარღვევა.

ჰიუ ჯეკმანი

ყველაზე ცნობილი იქს-ადამიანი კანის კიბოთია დაავადებული. მას უკვე სამჯერ გაუკეთდა პატარა ოპერაცია ცხვირზე სიმსივნის მოსაშორებლად, თუმცა პრობლემა კვლავ იჩენს ხოლმე თავს. ჯეკმანი ყველას მოუწოდებს, მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას და სამედიცინო შემოწმებაზე ხშირად სიარულს.

სელენა გომესი

რამდენიმე წლის წინ სელენა გომესმა მოულოდნელად გადადო კონცერტები. გოგონა ინსულტის პირას იმყოფებოდა, ამიტომ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა. სელენამ ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა და გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა კარიერას.

ჩარლი შინი

გასულ წელს ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს პირდაპირ ეთერში მსახიობმა დაადასტურა, რომ აივ დადებითია. მისი თქმით, 10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული შანტაჟისტების მოსასყიდად, რომ მათ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახათ, მაგრამ საბოლოოდ, ამ ამბავმა მაინც გაჟონა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება