"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა

"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა

თბილისს ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი სტუმრობს. ცნობილი ფრანგული ბესტსელერის "99 ფრანკის" ავტორი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა და ორი დღე დარჩება. ბეგბედერის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელსაც 110 000-მდე მოწონება აქვს, ცოტა ხნის თბილისში გადაღებული ფოტო განთავსდა. "I love Tbilissi" - სიყვარულში უტყდება ქალაქს მწერალი და ფოტოს ათავსებს, რომელიც ქართულ სუფრაზეა გადაღებული. როგორც ჩანს, ბეგბედერი აღაფრთოვანა ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებამ და გემრიელმა საჭმელმა.

კომენტარებში მწერლის ფრანგი ფანები არჩევანს უწონებენ ბეგბედერს: "თბილისი, ყველაზე ლამაზი ქალაქი. ჭამე, დალიე, შეიყვარე, გაერთე საქართველოში!" - წერს ერთ-ერთი ფრანგი გოგონა.

რაც შეეხება ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის განრიგს, ქართველ მკითხველს ავტორთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა. ამ წუთებში ის "ბიბლუსი გალერეაში" მივიდა, სადაც ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდება, მათ შეკითხვებს უპასუხებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. მწერლის შეხვედრა მკითხველთან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელის" ჩვენება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს