"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროექტის - "გაზეთი განათლებაში" პრეზენტაცია გაიმართა. "ჯორჯია თუდეის" ინფორმაციით, ახალი პროდუქტი - საგანმანათლებლო გაზეთი Georgia Today/Education სპეციალურად ახალგაზრდა თაობისთვის - საშუალო სკოლების უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის შეიქმნა.

პროექტის მიზნებია: ჟურნალისტისა და მედია ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; გაზეთის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი ატრიბუტისა და გაზეთის კითხვის კულტურის პოპულარიზაცია; ინგლისური ენის შესწავლაში მოსწავლეთა და სტუდენტთა დახმარება; კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის გააზრებისა და მედია გზავნილების ობიექტური შეფასების უნარის გამომუშავება; მასწავლებელთა და ლექტორთა დახმარება, გაზეთის გამოყენებით მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გახადონ სწავლების პროცესი.

მათივე ინფორმაციით, გაზეთი მრავალფეროვანი რუბრიკებით გამოირჩევა, თუმცა, პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობაში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივება და მეწარმეობის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სტატიების ციკლი მზადდება.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სხირტლაძე "ჯორჯია თუდეის" ინიციატივას მიესალმება.

"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ახალგაზრდებში გავაღვივოთ სამეწარმეო სულისკვეთება. რაც უფრო მეტ ბავშვს ეცოდინება, რა არის მეწარმეობა და როგორ შეიძლება მათ გამოიყენონ თავისი ცოდნა და უნარები, ეს წაადგება ეკონომიკას და შემდგომში, ქვეყნის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას", - აცხადებს ნინო სხირტლაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო ჭალაგანიძის თქმით, გაზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც სწავლით არის დაინტერესებული. "ჟურნალისტური პროფესიების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, საერთო განათლებაზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს", - დასძინა ნინო ჭალაგანიძემ.

"ჯორჯია თუდეის" გამომცემელი და გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ გაზეთი თვეში ერთხელ გამოვა და იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში გაზეთის პერიოდულობა და გავრცელების არეალი გაიზრდება. "ვფიქრობთ, ძალიან მალე გაიზრდება როგორც გაზეთის პერიოდულობა, ასევე მისი გავრცელების არეალი და, ზოგადად, "ჯორჯია თუდეი" ერთი წლის შემდეგ იქნება ძალიან პოპულარული პროდუქტი", - განაცხადა გიორგი შარაშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია