"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა

"პალიტრა L" - მა "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, თინეიჯერებს კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა

"ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" მორიგი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში გამომცემლობა "პალიტრა L" - მა თინეიჯერებს ამჯერად კირა კასის "შერჩევა" შესთავაზა. "ლიბერთინსმა" წიგნის პრეზენტაციას, ტრადიციულად აქცია მიუძღვნა, რომელიც თავისი მასშტაბით განსაკუთრებულია. თინეიჯერ მკითხველს კი New York Times-ის ბესტსელერი შესთავაზა.

"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან აქცია ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში მიმდინარეობს. რაც შეეხება წიგნს, "შერჩევა" New York Times-ის ბესთსელერია, გაყიდულია, დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და ნათარგმნია 30 ენაზე. გვინდოდა, ჩვენი თინეიჯერებისთვისაც გაგვეკეთებინა ეს საჩუქარი", - განაცხადა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა ხვიჩა ჯღუტაშვილმა.

"ლიბერთინსის" წევრი ლევან ჭყონია თინეიჯერებს მის წაკითხვას ურჩევს: "დინამიურია, სწრაფად ვითარდება მოვლენები. ისეთი ენით წერია, ვერ მოწყდები".

თინეიჯერები, რომლებმაც კირა კასის "შერჩევა" აქციის ფარგლებში შეიძინეს, ამბობენ: "ხშირად დავდივარ წიგნის მაღაზიებში, ძალიან მიყვარს კითხვა, მომწონს ეს აქცია, მკითხველებისთვის კარგი აქციაა" - აღნიშნა ნინო კიკვაძემ.

"კითხვა ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად მოვედი, ამ წიგნის მოკლე შინაარსი "ფეისბუქზე" წავიკითხე და მომეწონა. ამიტომ წიგნის შეძენა გადავწყვიტე", - აღნიშნა სოფო კინწურაშვილმა.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში გამოსული შემდეგი წიგნი "მეხუთე ტალღა" იქნება. მისივე თქმით, ამ წიგნის ეკრანიაზაცია ახლახანს იყო საქართველოს კონოთეატრებში და მკითხველიც მალე შეძლებს ეს წიგნი წაიკითხოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია