"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"

"ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს"

თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.

თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი""გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი: - "კავკასუსს" კრედიტორების დიდი დავალიანება დაუგროვდა. რეალური მყიდველები "მობიტელი" და "მაგთიკომი" იყვნენ, მაგრამ "ბილაინმა" მეტი გადაიხადა. გია ჯოხთაბერიძეს ცოტა მეტად რომ გაეკრა ჯიბეზე ხელი, ინტერნეტპროვაიდერის მნიშვნელოვანი წილი ქართველებს დარჩებოდა. მაგ კომპანიას ჩემი ცხოვრების 10-11 წელიწადი შევალიე. რუსული კომპანია, ბიზნესის გარდა, კიდევ სხვა ღირებულებებს ხედავს ამ ქსელის ხელში ჩაგდებაში და ამიტომაც გადაიხადეს "მაგთიკომზე" გაცილებით მეტი.

მეორე საკითხია, რატომ არ გაიყიდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი? მსოფლიოში ეს ბიზნესი ძირითადად სეგმენტურად არის დაყოფილი. როგორც ვიცი, "მაგთისაც" დიდად არ აინტერესებდა კაბელის შეძენა. იმ კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც მე შევქმენი, სადაც საბითუმო და საცალო სეგმენტი გაერთიანებული იყო, მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციაა. საცალო ოპერატორს ურჩევნია, საბითუმო მიმწოდებელი მისი კონკურენტი არ იყოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია