უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება

უსაფრთხოების წესები სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში და რეგულაციები, რომელიც მალე საქართველოში დაწესდება

გუდაურში 12 წლის გოგონას სასრიალო ტრასაზე გარდაცვალებამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების თემა აქტუალური გახადა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნები სათხილამურო ტრასების სირთულის მიხედვით დაყოფა, ტრასებზე თოვლის სკუტერებით მოძრაობისა და სათხილამურო ტრასების მიმდებარე ობიექტებში არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვის აკრძალვაა.

იხილეთ ვიდეო

პროფესიონალი მოთხილამურეები ამბობენ, რომ სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ ვერბალურად რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, მათ არ აქვთ არანაირი პრევენციული უფლებები: ისინი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან და არ აქვთ სანქციები ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოთხილამურეების მიმართ. "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების თაობაზე რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა. უახლოეს მომავალში სათხილამურო ტრასებს სავარაუდოდ, "სკი პატრული" გააკონტროლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტს: არსებობს ეტიკეტი და უსაფრთხოების წესები, რომელიც ყველა მოთხილამურემ უნდა დაიცვას. ეს წესები მოთხილამურეობის საერთაშორისო ფედერაციამ შეადგინა და ისინი ყოველთვის უნდა დაიცვათ.

როგორ ავირიდოთ თავიდან დაზიანებები

თანამედროვე სათხილამურო აღჭურვილობა იმდენად დაიხვეწა, რომ დაზიანების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

ყოველთვის გახურდით, სანამ სათხილამუროდ გახვალთ.

აუცილებლად ატარეთ ჩაფხუტი.

დააკვირდით თქვენს სიახლოვეს მოთხილამურეებს, ხშირად დაზიანება შეტაკებებისგან ხდება.

არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, სანამ თხილამურებზე სრიალს არ მორჩებით.

დღის ბოლოს ფერდობები დატვირთულია მოთხილამურეებით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ ვინმეს არ შეეჯახოთ.

სიცივე

სამთო სათხილამურო სპორტი სიცივის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად აარჩიეთ ტანსაცმელი: ის უნდა იყოს ქარ და წყალგაუმტარი. თუ დაშავდით, ეცადეთ, რომ სითბო შეინარჩუნოთ. სხეული მალე ცივდება, როდესაც არ აქტიურობს.

ატარეთ ქუდი: სხეულის სიმხურვალის 60 პროცენტი თავიდან იკარგება, ბავშვებში უფრო დიდია პროცენტული მაჩვენებელი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში, არ გახვიდეთ უქუდოდ.

ჰიპოთერმიის დროს სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსამდე ეცემა. სიმპტომებია აგრესიულობა, სიცივე, თავბრუსხვევა, მომატებული მგრძნობელობა. ასეთ დროს ადამიანი შეიყვანეთ შენობაში ან ეცადეთ საკუთარი სხეულის სიმხურვალით გაათბოთ. ალკოჰოლი და სიგარეტი სიტუაციას აუარესებს.

მზე

მზე მთებში ორმხრივი მტერია. გარდა იმისა, რომ შეიძლება კანი დაიწვათ, შეიძლება თვალებიც დაიზიანოთ.

ადეკვატური თვალების დაცვის გარეშე მზემ, შესაძლოა, დროებითი უსინათლობა გამოიწვიოს, ამიტომ კარგად შეარჩიეთ სათვალე.

ზვავი

არასოდეს გადაუხვიოთ სათხილამურო გზას და მუდამ გაითვალისწინეთ ინსტრუქტორის ნათქვამი.

გაითვალისწინეთ, რომ საღამოს, როდესაც სრიალს მორჩებით, არ მიიღოთ დიდი დოზით ალკოჰოლი. ალკოჰოლი იწვევს დეჰიდრაციას. ამიტომ, სვით ბევრი წყალი.

გვიან ღამემდე გართობა და სმა მეორე დღეს გამოუძინებლობასა და დაღლილობას იწვევს და შესაბამისად, გაიზრდება თხილამურებზე დგომისას დაზიანების რისკი.

რეკომენდაციები მომზადებულია საიტ fis-ski.com-ს მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია