ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ავღანეთში 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაღუპულთა შორის 12 გოგონაა, რომელიც მიწისძვრის დროს სკოლის შენობის დატოვებას ცდილობდა და ჭყლეტას ემსხვერპლა.
მეზობელ პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილომეტრში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთშიც იგრძნობოდა. დედაქალაქ ნიუ დელის სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა, დროებით შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდემ პაკისტანსა და ავღანეთს დახმარება შესთავაზა.