"თუ ინვესტიცია იმის მიხედვით განვასხვავეთ - რუსულია თუ ფრანგული, ქვეყნის განვითარება რთული იქნება" - "ბილაინის" გენერალური დირექტორი

"თუ ინვესტიცია იმის მიხედვით განვასხვავეთ - რუსულია თუ ფრანგული, ქვეყნის განვითარება რთული იქნება" - "ბილაინის" გენერალური დირექტორი

ეს არის კომპანია, რომლის მომსახურებითაც მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს. გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ამჯერად კომპანია ”ბილაინის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ტყეშელაშვილს უმასპინძლა.

როგორია კონკურენცია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე და როგორია ომები მობილურ ოპერატორებს შორის, ამის შესახებ გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

- ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე ”ბილაინის” ბრენდი ოპერირებს, მაგრამ მის ზურგს უკან კომპანია ”მობიტელი” დგას. აბონენტების უმეტესობა ამ ბრენდს, როგორც ”ბილიანს”, ისე იცნობს. ბაზრით დაინტერესება ”მობიტელისგან” 2006 წელს წამოვიდა. რა იყო ინტერესის მთავარი საფუძველი?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ”შპს მობიტელი” ისეთივე შემთხვევაა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ”ბილაინი” არსებობს და ყველა შპს-ს სხვადასხვა სახელი ჰქვია. შპს-ს დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა და ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ”ბილაინი”. ზოგადად, ”ბილაინი” შედის ე.წ. კომპანიათა ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ”ვიმპელკომი”. ეს არის მსოფლიო მასშტაბის ოპერატორი, რომელიც დღეს 12 ქვეყანაში მოღვაწეობს - დასავლეთ ევროპიდან დაწყებული, შორეული აღმოსავლეთით დამთავრებული. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა. კომპანიის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. საქართველოთი დაინტერესება ცოტა უფრო ადრე მოხდა - 2006 წელს კომპანიამ დაიწყო საბაზო სადგურებისა და მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

-გავიხსენოთ, ეს რა პერიოდია. ამ დროისთვის ბაზარზე დუოპოლიაა. და ბაზარს ორი ოპერატორი - ”ჯეოსელი” და ”მაგთი” იყოფს. რატომ გარისკა ”ვიმპელკომმა” შემოსულიყო ბაზრაზე, სადაც რეალურად წილები უკვე გადანაწილებული იყო?

- ნამდვილად ასე იყო. მანამდე თითქმის 2-წლიანი დუოპოლია გვქონდა. შესაბამისად, იყო გამოწვევა, რომ გამოჩენილიყო მესამე ოპერატორი, რომელსაც ნულიდან უნდა დაეწყო ოპერირება და ბაზრის წილი აგრესიულად მიეღო. აქციონერებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ბაზარი საინტერესო იყო - ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებდა, რომ საინტერესოდ ვითარდებოდა ქვეყანა, ბიზნესი. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შემოსულიყვნენ და დაეწყოთ ოპერირება საქართველოს ბაზარზე.

- ბაზარზე ”ბილაინის” შემოსვლამდე საკმაოდ მაღალი ტარიფები იყო მობილური მომსახურებისთვის. კომპანია ”ბილაინის” მთავარი მესიჯი რა იყო, რა იყო კონკურენციის მთავარი მარცვალი - ის შემოდიოდა დაბალი ფასებით და გაუწევდა კონკურენციას უკვე არსებულ კომპანიებს?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. თქვენ ახსენეთ ტარიფი,

ეს ცნება, ზოგადად ”ბილაინმა” დანერგა საქართველოში. რა თქმა უნდა, მაღალი ტარიფები იყო. 28,8 თეთრი ღირდა ერთი წუთი სასაუბრო დრო, რაც არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს, ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობით.

- ანუ, კომპანიები ზემოგებებზე მუშაობდნენ?

- არ ვიცი, სხვის ფინანსურ ანგარიშგეგმაში მე ვერ ჩავერევი. დიდ პატივს ვცემ კონკურენტებს და მათ ანგარიშგებას კომენტირებას ვერ გავუკეთებ. თუმცა მიმაჩნია, რომ 28,8 თეთრი ერთი წუთი სასაუბრო დროის სანაცვლოდ მაღალი ტარიფია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია