"გაფრთხილდით! ისე აღმოჩნდებით შავ სიაში, აზრზეც ვერც მოხვალთ" - უსიამოვნო პერსპექტივა მათ, ვინც ონლაინ სესხებით სარგებლობს

"გაფრთხილდით! ისე აღმოჩნდებით შავ სიაში, აზრზეც ვერც მოხვალთ" - უსიამოვნო პერსპექტივა მათ, ვინც ონლაინ სესხებით სარგებლობს

სწრაფი ონლაინ სესხის აღება დღეს თითქმის ყველას შეუძლია. მომხმარებელთა უმეტესობა ასეთი სესხის გამცემ ორგანიზაციებს მარტივი პროცედურების გამო მიმართავს.

თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სწრაფი ონლაინ სესხით სარგებლობის გამო, შესაძლოა ბანკისთვის არასანდო კლიენტად იქცეთ და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ კეთილსინდისიერი გადამხდელი ხართ.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელშიც ხშირად შეხვდებით მომხმარებლების მიერ გაკეთებულ "სტატუსებს", სადაც წერენ, რომ სწრაფი ონლაინ სესხით რამდენჯერმე სარგებლობის გამო, ბანკმა სესხის რესტრუქტურიზაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად კი კლიენტის არასანდოობა დაასახელა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მომხმარებლები არც საკუთარ ვინაობას მალავენ და ბანკსაც ასახელებენ. თუმცა ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ, როგორც ბანკის, ასევე ასეთი "სტატუსების" ავტორების ვინაობის დასახელებისგან.

"მეგობრებო, გაფრთხილდით! ისე შეიძლება გაგიფუჭდეთ ბანკში საკრედიტო ისტორია და შავ სიაში აღმოჩნდეთ, რომ აზრზეც არ იყოთ! თან, ხომ არ იცით: თუ არსებობს კანონი ან რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც წერია, რატომ შეიძლება ბანკმა კლიენტს უარი უთხრას? თუ ეს ბანკის ხუშტურზეა? ვინმე ან რამე საერთოდ თუ იცავს საქართველოში კლიენტის/მომხმარებლის უფლებას?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია