საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ სერგი გვარჯალაძე დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ სერგი გვარჯალაძე დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. გიორგიჩართოლანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.

"გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2014-2015 წლებში ჩაატარა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები, რაც ითვალისწინებდა

საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენას,

ასევე ზოგადად მედიაგარემოს შესწავლას. კვლევის საექსპერტო ნაწილის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ორგანიზაცია არ სარგებლობს მაღალი ნდობით და აქვს დაბალი რეიტინგი. იმავეს ადასტურებს ე.წ. "ფიფლმეტრების" საშუალებით მიღებული ყოველდღიური მონაცემები.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა და ეტაპობრივად ხორციელდება რეფორმა რამდენიმე მიმართულებით: შეიქმნა ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგია; მიმდინარეობს სტრუქტურის ძირეული ცვლილება; განახლებულია ყველა სამაუწყებლო პლატფორმის საეთერო ბადე; დაიწყო გაერთიანებული საინფორმაციო სამსახურის პროექტის იმპლემენტაცია; რეფორმის განხორციელების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ყველამიმართულებით", - აცხადებენ მაუწყებელში.

მათივე ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს მიერ მომზადებულ პროგრამულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა მაუწყებლის გარდამავალი საეთერო ბადე, რაც შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად არა თუ შეჩერდეს სამაუწყებლო ეთერი, არამედ გაძლიერდეს სხვადასხვა მიმართულებით: მაუწყებლის სოციალურ-პოლიტიკური ზოლი იზრდება, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, რაც თავისთავად გულისხმობს წამყვანების და ფორმატების მრავალფეროვნებას ყველა სამაუწყებლო პლატფორმაზე.

როგორც მაუწყებელში აცხადებენ, ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე მზადდება ახალი პროგრამების საპილოტე ვერსიები, გამარჯვებული გადაცემები: კულტურის, საბავშვო, ახალგაზრდული, იუმორისტული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განთავსდება ახალ სამაუწყებლო ეთერში. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ძლიერდება ჟურნალისტური გამოძიების არსებული ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროგრამებს ყველა სამაუწყებლო არხისთვის, შეძენილია მექანიკური წარმოების პრემიუმ კლასის პროდუქცია: სერიალები, ფილმები, ანიმაცია.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ორგანიზაცია, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, გეგმავს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვას. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება კანონის შესაბამისი დაცვით, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის, შიდა რეგულაციის ნორმებისა და ქცევის კოდექსის გათვალისწინებით", - აცხადებენ მაუწყებელში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია