"ინტერსტელარის" თეორია რეალურია: რას ამბობს პროფესორი ჰოკინგი შავი ხვრელიდან გამოღწევის შესაძლებლობაზე

"ინტერსტელარის" თეორია რეალურია: რას ამბობს პროფესორი ჰოკინგი შავი ხვრელიდან გამოღწევის შესაძლებლობაზე

პროფესორ სტივენ ჰოკინგის განცხადებით, შავ ხვრელში მოხვედრის შემდეგ შესაძლებელია ადამიანი გადარჩეს. ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ მატერიას შავი ხვრელის გიგანტური გრავიტაციული ძალა გაანადგურებს, მაგრამ შესაძლებელია მატერია გაექცეს მას და სხვა განზომილებაშიც კი გადაინაცვლოს.

ეს თეორია ხსნის "ინფორმაციულ პარადოქსს", რომელზეც მეცნიერები ათწლეულებია თავს იტეხენ. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ არაფრის განადგურება არ არის შესაძლებელი, თუმცა მთავარი რელატივიზმი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა განადგურდეს.

ასეა თუ ისე, ჰოკინგის ახალი თეორიის მიხედვით, ყველაფერი, რაც შავ ხვრელში მოხვდება, გაიჭედება სფეროში, რომელიც ხვრელს არტყია და რომელზეც მიიჩნევდნენ, რომ ვერ გაექცეოდი. ჰოკინგი ირწმუნება, რომ ყველაფერი, რაც იქ მოხვდება, შესაძლებელია ჩვენს სამყაროში დაბრუნდეს ან პარალელურ სამყაროში მოხვდეს.

"თუ გრძნობთ, რომ შავ ხვრელში ხართ, არ დანებდეთ, არსებობს გამოსავალი", - აცხადებს ჰოკინგი. შავი ხვრელები არის ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარმა გრავიტაციამ გაანადგურა და წარმოქმნა ძლიერი ძალა, რომელსაც სინათლის სხივიც ვერ გაურბის. "მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია არა შავი ხვრელის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ, მოქმედების ჰორიზონტში თავსდება", - ამბობს ჰოკინგი. ამასთან, ჰოკინგს წამს, რომ რადიაცია, რომელსაც შავი ხვრელი ასხივებს, მისგან თავის დაღწევის შემთხვევაში, საშუალებას იძლევა, რომ იქიდან ინფორმაცია გამოიტანო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს