ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა

ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა

თბილისის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები უკვე აჭრელდა ფასდაკლების მაუწყებელი წარწერებით. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ ძვირად ღირებულ სამოსს 50-80% -იანი ფასდაკლებით შეიძენ, თუმცა სხვა საკითხია, შეგულებულ ნივთს მართლა ფასდაკლებით ყიდულობ, თუ საქართველოში სიტყვა ფასდაკლება კლიენტის მოსაზიდად გამოყენებული ფანდია. მარკეტინგის სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში საცალო გაყიდვების ბაზარი ჯერ კიდევ შორს არის თანამედროვე სტანდარტებისგან, ფასდაკლებაც ჩვენი, ქართული მეთოდით მუშაობს. ქართული ფასდაკლების სქემა მარტივია - მაღაზიის მენეჯმენტი კონკრეტული კოლექციის საწყის ფასს კიდევ უფრო აძვირებს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ამავე პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებს. კლიენტი ფიქრობს, რომ სამოსი ხელსაყრელ ფასად შეიძინა, სინამდვილეში კი, ასე არ არის. მსგავს მარკეტინგულ აფერაში ბევრი ჩვენგანი არაერთხელ დარწმუნდა.

ნათია ჯინჯოლავა, მარკეტინგის სპეციალისტი: -როგორც წესი, უცხოეთში ბრენდული მაღაზიები მას შემდეგ, რაც კოლექციის გაყიდვებიდან 100-150%-იან მოგებაზე გავლენ, დარჩენილ პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებენ. ასეთ დროს, 100 დოლარად ღირებული ნივთის შეძენა ორ დოლარადაც არის შესაძლებელი. მერწმუნეთ, არც ერთი ბრენდული მაღაზია, ახალ სეზონზე გასული წლის კოლექციას გასაყიდად არ გამოიტანს. ეს მათთვის პრესტიჟის საკითხია. ამასთან, ძველ კოლექციას შენახვა ხომ უნდა - საწყობში ადგილს იკავებს, მოვლა სჭირდება. შესაბამისად, ფირმას ურჩევნია ნებისმიერ ფასად გაყიდოს დარჩენილი პროდუქცია და მოიცილოს, ხოლო მის ადგილზე ახალი კოლექცია შემოიტანოს, რომელიც უკეთ გაიყიდება. სამწუხაროდ, თბილისში მთელი რიგი მაღაზიებია, სადაც ოთხი წლის წინანდელ სამოსს ჰყიდიან - ფასს მოუმატებენ, მერე დააკლებენ და ეს დაუსრულებლად გრძელდება. წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით, მსგავსი ფორმა წამგებიანია.

- ეს სფერო როგორ უნდა დარეგულირდეს?

- თავად მომხმარებელმა უნდა დაარეგულიროს და არ უნდა იყიდოს ასე "ფასდაკლებული" პროდუქტი. როცა მაღაზია 70%-იან ფასდაკლებას აცხადებს და 200 ლარიან ნივთს 165 ლარად ჰყიდის, ეს ფასდაკლება არ არის. მე პირადად, ბოლო 6 წელია, რაც სამოსს საზღვარგარეთ ვყიდულობ. როცა 2 000 დოლარიან საათს 305 ლარად შეიძენ, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით, ესაა ფასდაკლება.

- საქართველოში ძირითადად მხოლოდ სეზონური ფასდაკლებებია. ევროპაში კი როგორც ვიცი, ერთჯერად აქციებსაც მიმართავენ.

- ეს კლიენტის მოსაზიდად კეთდება. მაგალითად, ფასდაკლებით შეიძინეთ პერანგი, მაგრამ არ გაქვთ შესაფერისი ქვედაბოლო, თუმცა, მასზე ფასდაკლება არ არის. იმ ბრენდს იმდენად ეჩვევით, რომ ხშირად ფასდაკლების გარეშეც ყიდულობთ. ადამიანის ბუნებაა ასეთი, როცა შენთან დათმობაზე მოდიან, სიურპრიზს გიკეთებენ, შენც ლოიალობას იჩენ მათ მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ეს პრობლემა არ დგას. მეორე საკითხია, რომ ბევრი ბრენდის სამოსი და აქსესუარები ევროპაში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენთან. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები საკუთარ პროდუქციის ფასებს კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის შესაძლებლობებს არგებენ. მაგალითად, "შანელის" კაბა, რომელიც პარიზში 17 ათასი ევრო ღირდა, სინგაპურში, ზუსტად იგივეს შეძენა 8 000 ევროდ იყო შესაძლებელი. ჩვენთან წარმოდგენილი ფასები კი ქართულ რეალობაში არსებულ შემოსავალს არ შეესაბამება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია