ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა

ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" - "ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა

"ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა. "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" ახალი წიგნის, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლების" პრეზენტაცია გაიმართა. მოზარდ მკითხველს წიგნი მათმა თანატოლებმა, "ლიბერთინსის" წევრებმა და ქართულ ენაზე მთარგმნელმა ლევან ინასარიძემ წარუდგინეს.

პროექტის წევრების თქმით, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლები" საკმაოდ საინტერესო თემატიკის წიგნია, რადგანაც ავტორის მიერ წამოჭრილი პრობლემები არა მარტო წიგნის ფურცლებზე, არამედ ცხოვრებაშიც აქტუალურია.

ლევან ინასარიძე, მთარგმნელი:

- 14 წლის სიუზი სელმონი მოკლეს. ის უკვე ზეცაშია. დაჰყურებს ამ ახალი და უცნაური ადგილიდან დედამიწას და ხედავს ცხოვრებას, რომელიც მის გარეშე გრძელდება; ოჯახს, რომელიც მისი პოვნის იმედს არ კარგავს; და მკვლელს, რომელიც კვალის დაფარვას ცდილობს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო სიუჟეტია. გარდა ამისა, ეს წიგნი მომავალმა მამაკაცებმა უნდა წაიკითხონ იმისთვის, რომ იცოდნენ, თუ როგორი მოქცევა არ შეიძლება. რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, მათ უნდა გააკეთონ შედარება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

"საყვარელი ძვლების" პრეზენტაციაზე "პალიტრა L"-მა პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში წიგნის მოყვარულებს მრავალი სურპრიზი შესთავაზა. კერძოდ, მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად მიემართათ ამერიკელი მწერლისთვის და ის საქართველოში მოეწვიათ. "ლიბერთინსის" წევრების თქმით, ახალგაზრდა მკითხველების ვიდეომიმართვით გაკეთდება კლიპი, რომელიც ელის სიბოლდს გაეგზავნება.

ამასთან, პროექტ "ლიბერთინსის" წარმომადგენლებმა დღეს პროექტის ფარგლებში გამართული გათამაშების გამარჯვებულიც გამოავლინეს. კერძოდ, თინეიჯერ მკითხველებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა მოეფიქრებინათ ჯეიმზ დაშნერის წიგნის ალტერნატიული დასასრული. "ლიბერთინსის" წევრებმა დააჯილდოვეს ასევე კონკურსში მონაწილე ყველა მოზარდიც და მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

"ბიბლუსი გალერეაში" პრეზენტაციაზე მისულ მოზარდებს ამერიკელი მწერლის ბესტსელერის შეძენა ფასდაკლებით, 12 ლარის ნაცვლად 8 ლარად შეეძლოთ.

ჯონი პატარკაციშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია