წიგნის ფესტივალზე "პალიტრა L"-მა პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები გამართა

წიგნის ფესტივალზე "პალიტრა L"-მა პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები გამართა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" იუბილე სიურპრიზებით დატვირთულ და მხიარულ გარემოში ჩატარდა. პროექტ "ლიბერთინსს" ერთი წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნად თბილისის წიგნის მე-17-ე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დასკვნით დღეს "ექსპო ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონში პროექტის ორგანიზატორებმა "ლიბერთინსის" იუბილე სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილი თინეიჯერებთან ერთად აღნიშნეს. ღონისძიებაზე შეხვდებოდით როგორც კომიქსების, ასევე სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების გმირებს.  თითოეულმა სტუმარმა პროექტ "ლიბერთინსს" წარმატება და კიდევ უფრო განვითარება უსურვა.

პროექტის ორგანიზატორებმა "ლიბერთინსის" იუბილეზე სტუმრად მისულ თინეიჯერებს სხვადასხვა გასართობი კონკურსი შესთავაზეს, საკონკურსო კითხვები კი პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ნათარგმნი წიგნების შინაარს შეეხებოდა.

კონკურსმა ახალგაზრდებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საკუკეთესო კოსტიუმების მფლობელებიც. ნომინაცია ორ კატეგორიაში გათამაშდა - ყველაზე მიმსგავსებული კოსტიუმის მფლობელი და ყველაზე კრეატიული ხელნაკეთი კოსტიუმის მფლობელები.

გამარჯვებულებს "პალიტრა L"-მა მინიატურული წიგნის ფორმის გულსაკიდები, წიგნები და "ბიბლუსის" 20 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

პროექტ "ლიბერთინსის" წევრებმა არც საკუთარ იუბილეზე დაისვენეს და თინეიჯერ მკითხველს ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის "გამღები" შესთავაზეს. მოსულ სტუმრებს წიგნის ნახევარ ფასად შეძენა შეეძლოთ. ღონისძიების დასასრულს სტუმრად მისულ თინეიჯერებს "პალიტრა L"-ი უგემრიელესი ტორტით გაუმასპინძლდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ჯერ მოზარდობის ასაკისათვის არ მიუღწევია, მაინც შეძლო ათასობით თინეიჯერის გულის მოგება. როგორც პროექტის ორგანიზატორები წიგნის მოყვარულ მოზარდებს პირდებიან, მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთუული და სიურპრიზებით სავზე იქნება მათთვის.

იხილეთ ვიდეო

ჯონი პატარკაციშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია