სერგი გვარჯალაძე: ''დღეს ძალიან ბევრი სათქმელი და პრობლემაა, რომელსაც მარტო პრეზერვატივის ჩვენება არ შველის''

სერგი გვარჯალაძე: ''დღეს ძალიან ბევრი სათქმელი და პრობლემაა, რომელსაც მარტო პრეზერვატივის ჩვენება არ შველის''

გადაცემა ''კომუნიკატორი'' ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' უკვე რამდენიმე თვეა, გადის. სერგი გვარჯალაძე მერი შიხაშვილსა და ნასტასია არაბულთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს ცდილობს, მოსახლეობას პრობლემების მოგვარების გზები დაანახვოს. სერგის გასულ კვირას ვესაუბრეთ.

- სერგი, თქვენს გადაცემას კვლავ ''კომუნიკატორი'' რატომ დაარქვით?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ იდეოლოგიიდან გამომდინარე, გადაცემა მაინც კომუნიკატორია. მეორეც, ვიფიქრეთ, მაყურებლის გარკვეული ნაწილის მოსაგროვებლად ეს სახელი კარგი იქნებოდა. მაყურებლის რაოდენობა მნიშვნელოვანია, რომ ინტერაქციაში შემოვიდნენ. ჩვენი თვითმიზანი არაა მხოლოდ პრობლემებზე საუბარი. ჩვენი მიზანია, მაყურებლებმა პრობლემები თვითონ მოაგვარონ და შეეცადონ, მათი მოგვარების გზებში გაერკვიონ. ჩვენ ოფიციოზის წარმომადგენლებს, რომლებიც არ რეაგირებენ, უნდა შევახსენოთ, რომ სადღაც პატარა ქუჩაა და ისიც მისახედია.

- გადაცემაზე მომუშავე გუნდი როგორ შეიკრიბა?

- არხზე მე მოვედი, როგორც კონსულტანტი, იმისთვის, რომ ''საზოგადოებრივ მაუწყებელს'' რეფორმაში დავხმარებოდი. ხუთიდან რვის ნახევრამდე არსებობდა სატელევიზიო სივრცე, რომელიც ასათვისებელი იყო და გვინდოდა, რაღაცები გამოგვეცადა. გადაცემის იდეა სხვადასხვა ფორმით მუშავდებოდა. გადავწყვიტეთ, პატარა ჯგუფი მოგვემზადებინა დიდი რეფორმისთვის, გავსულიყავით ეთერში და გვენახა, როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე მაყურებელი. ძალიან დაბალბიუჯეტიანი გადაცემაა. მარტივი ხერხებით მულტიფუნქციური გადაცემის მომზადებას ვახერხებთ. მუსიკალურ კლიპებსაც აქ ვიღებთ. მეოთხე თვეა, რაც ეთერში გავედით და უკვე იმხელა ცოდნა დაგვიგროვდა, რომ ამ ცოდნის ექსპორტიც შეგვიძლია. ალბათ, ისევ ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' სხვადასხვა რედაქციასთან ვითანამშრომლებთ.

- რამდენიმე წლის წინ დოკუმენტურ ფილმებს იღებდით. ''პლანეტა გლდანმა'' ბევრის მოწონება დაიმსახურა.

- ფილმების გადაღება ჩემი გულისტკივილია, უფრო სწორად, ის საქმიანობაა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ. იმ გამოცდილებას, რომელსაც ვაგროვებ ''კომუნიკატორში'', მერე რაღაც სახით დოკუმენტალისტიკაში ვიყენებ. პირველი ფილმი 2005 წელს გადავიღე. სულ ხუთი ფილმი მაქვს გადაღებული. ახლა ამისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დოკუმენტალისტიკას აუცილებლად დავუბრუნდები. არ მიყვარს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება, რადგან რაღაც მომენტში მბეზრდება და ვიღლები. დოკუმენტალისტიკა ის სფეროა, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ვიმუშავებდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია