"ბიბლუსი გალერისთან" მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" შეძენის მსურველთა რიგი დგას

"ბიბლუსი გალერისთან" მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" შეძენის მსურველთა რიგი დგას

ჭავჭავაძის გამზირზე, "ბიბლუსი გალერეასთან" "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერის, მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" შეძენის მსურველთა რიგი დგას.

"ბიბლუსი გალერეაში" "წიგნის ქურდის" პრეზენტაცია იმართება. რიგი სწორედ ბესტსელერის ქართულ ენაზე გამოცემას უკავშირდება. "ბიბლუსი გალერეაში" მისულ მკითხველს საშუალება აქვს, მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი" ნახევარ ფასად მხოლოდ დღეს შეიძინოს. პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "წიგნის ქურდის" შეძენას რიგში მდგომი ყველა პირი შეძლებს.

"პალიტრა L"-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღესვე "ბიბლუს გალერეაში" იგეგმება ფილმ "წიგნის ქურდის" ჩვენებაც, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

წიგნი პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც "ლიბერთინსის" წევრები არიან.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, პროექტის პირველი წიგნი, ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩები" აქციის დღეს მაღაზიასთან მისული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია. მესამე წიგნი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" ასეთივე წარმატებული იყო და ათასზე მეტი მკითხველი მიიყვანა მაღაზიაში პირველივე დღეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია