ავღანეთში ნატო-ს სამხედროებსა და ავღანელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირებას ალიანსის ერთი სამხედრო ემსხვერპლა. "როიტერის" ცნობით, უცნობია დაღუპული ჯარისკაცის ეროვნება. თუმცა, როგორც ავღანეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, დაღუპული ამერიკელია. ინციდენტი აღმოსავლეთ ავღანეთში მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელ დიპლომატსა და ადგილობრივ გუბერნატორს შორის შეხვედრა გაიმართა. უცნობია დაპირისპირების მიზეზი.