"სასამართლო არის დამოუკიდებელი" - სესიაშვილი უგულავასთვის ბრალის დამძიმების შესახებ

"სასამართლო არის დამოუკიდებელი" - სესიაშვილი უგულავასთვის ბრალის დამძიმების შესახებ

ტელეკომპანია "რუსთავი-2"ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ წიანსწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

მისი განცხადებით, არის გადაწყვეტილებები, რომელიც მისთვის არის მიუღებელი და პირიქით, მაგრამ ის ემორჩილება ამ გადაწყვეტილებებს და თავს იკავებს პოლიტიკური შეფასებებისგან.

"ყველა ვთანხმდებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. აქ მთავრდება ყველაფერი. არის რიგი გადაწყვეტილებები, რაც ჩემთვის მიუღებელია. არის პროცესები, რომლებიც მიუღებელია ოპონენტებისთვის, მაგრამ ეს სასამართლო გადაწყვეტილებებია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა