თბილისის შემდეგ ქუთაისი - ჰოლი სმეილის "გიკი გოგომ" - მკითხველთა რიგი ამჯერად ქუთაისში დააყენა

თბილისის შემდეგ ქუთაისი - ჰოლი სმეილის "გიკი გოგომ" - მკითხველთა რიგი ამჯერად ქუთაისში დააყენა

თბილისის შემდეგ ქუთაისი. პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნის აქციამ - ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" - რიგი ამჯერად ქუთაისში დააყენა.

ადგილობრივი ახალგაზრდების ნაწილი სასურველი წიგნის შესაძენად ქუთაისის "ბიბლუსის" მაღაზიაში ერთი საათით ადრე მოვიდა.

"განსაკუთრებით მიხარია, რომ წიგნის აქცია ჩვენს ქალაქში ტარდება", - ამბობდნენ ქუთაისელები.

საღამოს ხუთ საათზე "ბიბლუსთან" ასობით ადამიანი შეიკრიბა. თინეიჯერებთან ერთად რიგში იყვნენ უფროსებიც.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტით იღებდნენ. მათთვის განსაკუთრებით სასხიარულოა ის ფაქტი, რომ აქცია წიგნზე დღეს ქუთაისში გაიმართა.

"ლიბერთინსი" ახალგაზრდებისთვის სასურველ ლიტერატურას თარგმნის და უშვებს. პროექტის ფარგლებში გამოცემული ორი წიგნი უკვე შევიძინე, თუმცა აქციებით არ მისარგებლია, რადგან ამისთვის თბილისში ვერ ჩამოვიდოდი. ძალიან საინტერესო წიგნები გამოიცა. "ბიბლუსის" "ფეისქბუქის" გვერდზე წავიკითხე, რომ აქცია "გიკი გოგოზე" ქუთაისში გაიმართებოდა და ძალიან გამიხარდა. რიგის დასაკავებლად ერთი საათით ადრე მოვედი. "გიკი გოგო" ვიცი, რომ ძალიან გაყიდვადი წიგნია და მინდოდა, რომ მისი წაკითხვა ქართულ ენაზე შემძლებოდა. მიხარია, რომ "ლიბერთინსმა" ამის საშუალება მოგვცა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა ვარდანიძემ.

თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისის აქცია ღია ცის ქვეშ "ბიბლუსის" მაღაზიასთან გაიმართა. ქუჩაში მდგომი ახალგაზრდები განსაკუთრებული მოლოდინით ელოდნენ ჯებირებისგან გაკეთებული კარის გახსნას.

"ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა, ამ წიგნის შინაარსი ვიცი, თუმცა ინგლისურად წაკითხვა ვერ შევძელი. მიხარია, რომ "გიკი გოგოს" ქართულად წავიკითხავ", - განაცხადა დიანა რობაქიძემ.

"მინდა, რომ მსგავს წიგნებზე აქციები ქუთაისში ხშირად გაიმართოს", - აღნიშნა აქციის მონაწილე თინათინ ჯღარკავამ.

ქუთაისელმა ახალგაზრდებმა "ლიბერთინსის" წევრები პირადად გაიცნეს. პროექტის ფარგლებში უკვე გამოცემული წიგნებისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთვის სასურველი ლიტერატურის შესახებაც ესაუბრნენ. ახალგარზდებმა იდეები გაცვალეს და იმ პირობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რომ მომავალში ისევ შეხვდებოდნენ.

"ლიბერთინსის" წევრმა თათია გოგოხიამ აღნიშნა, რომ აქციის ქუთაისში ჩატარება პროექტის წევრების იდეა იყო, რადგან ისინი ინტერნეტის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონტაქტობენ და აქციის ჩატარების სურვილი ყველაზე მეტად ქუთაისელმა თინეიჯერებმა გამოთქვეს.

პროექტის "ლიბერთინსის" მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა კი პირობა დადო, პროექტის წევრების მიერ შერჩეული წიგენბის გამოცემა მომავალშიც გაგრძელდება და აქციები ქუთაისთან ერთად სხვა რეგიონებშიც გაიმართება. იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია