ცხოვრება სტივენ ჰოკინგთან ერთად - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი და მისი ცოლები

ცხოვრება სტივენ ჰოკინგთან ერთად - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი და მისი ცოლები

სტივენ ჰოკინგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და ფიზიკოსი-თეორეტიკოსია. დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს. 60-იანი წლებიდან დაწყებული, სტივენს გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა. ხოლო ტრაქეის ამოკვეთის შემდეგ მან მეტყველების უნარიც დაკარგა.

მას უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 30 წლის ასაკამდე იცოცხლებდა, თუმცა დღეს ის 73 წლისაა და მის ზურგს უკან უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, ორი ქორწინება და 3 შვილია. 2013 წელს სტივენ ჰოკინგმა გამოსცა ავტობიოგრაფია "ჩემი მოკლე ისტორია", რომელშიც მან დაწვრილებით აღწერა, რა ტკივილი მიაყენა მას ორივე ქორწინებამ.

მათი პირველი ვაჟი რობერტი 1967 წელს დაიბადა, როცა ჯენი დოქტორანტურაში სწავლობდა. თუმცა 1979 წელს, მათი მე-3 ბავშვის დაბადების შემდეგ ჯენის დეპრესია დაეწყო. როგორც სტივენი თავის წიგნში წერს, ჯენისთვის ძალიან რთული გახდა ერთდროულად 3 ბავშვისა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ქმრის მოვლა. სრულ უიმედობაში მყოფმა ჯენიმ მამაკაცის ძებნა დაიწყო, რომელიც შეძლებდა სტივენის სიკვდილის შემდეგ მისი და ბავშვების მიხედვას. ასეთი მამაკაცი, მუსიკოსი ჯონათან ჯონსი აღმოჩნდა, რომელიც ჯენმა ბინაში ქმარსა და შვილებთან ერთად დაასახლა. სხვათა შორის, ჯონათანი სტივენის მეგობარი გახლდათ. ჰოკინგი წინააღმდეგი იყო ასეთი სიტუაციის, თუმცა რაკი ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა მალე მომკვდარიყო, ისიც ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბავშვებისთვის ვინმეს უნდა მიეხედა.

ჯენის თქმით, სტივენთან ურთიერთობების დასაწყისში ის მოიხიბლა მისი ფართო ღიმილითა და დიდი ნაცრისფერი თვალებით, თუმცა მათი ქორწინება დაანგრია უეცრად თავს დამტყდარმა ქმრის დიდებამ და მისმა დაავადებამ. მსოფლიოსთვის ის დიდი მეცნიერი გახლდათ, ოჯახისთვის კი მისი დაავადება იყო შავი ხვრელის მსგავსი რამ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს