ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს

ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს

ნინო ბაბუხადია ერთ-ერთი დიზაინერია რამდენიმეთაგან, რომელიც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეების ჩაცმულობაზე ზრუნავს. შოუს ორგანიზატორებმა რამდენიმე მოდელიერთან მუშაობის პრაქტიკა ამ სეზონზე დანერგეს და ფაქტია, რომ გაამართლა - ჩაცმულობით კმაყოფილია ჟიური, მონაწილეები და მაყურებელიც. ნინო ''ცეკვების'' პარალელურად საკუთარ კოლექციაზეც მუშაობდა, რომელიც გასულ კვირას თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა.

- 2006 წელს სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დაახლოებით წელიწადზე მეტი პრა-ქტიკისთვის სხვადასხვა დიზაინერთან ვმუშაობდი, მერე დიზაინის მხრივ სხვა სფეროშიც მოვსინჯე თავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ მოდა ყველაზე მეტად მიყვარდა და 2012 წელს ჩემი ატელიე გავაკეთე. იმავე წელს წინასაშობაო მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ სეზონზე გარკვეული პრობლემების გამო მოდის კვირეული არ ჩატარდა, იმ პერიოდში რამდენიმე დიზაინერი გავემგზავრეთ ყაზახეთში, ალმა-ატაში, სადაც მოეწყო საქართველოს დღეები, გვქონდა ჩვენება, იქვე გაიყიდა კოლექციები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ ახალი კოლექცია პარიზში სოფო ჭყონიასთან ''Georgian Art Day''-ზე გასატანად. იქაც გაგვიცნო ხალხმა, ინფორმაცია შევაგროვეთ, ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, გავითვალისწინეთ და დავბრუნდით.

სამწუხაროდ, შემდეგ მოდის კვირეულში ვერ ჩავერთე, ფიზიკურად ვერ მოვასწარი მომზადება. ჩემი კოლექციები ვიზუალურად არასდროს არ არის ძალიან გადატვირთული, მაგრამ კონსტრუქციები უფრო რთულია, ძირითადად, ორგანზასა და აბრეშუმზე ვმუშაობ, რომლებიც საკმაოდ ძნელად მუშავდება, ამიტომ ცუდის გაკეთებას ვარჩიე, საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი გავიტანე ჩემი კოლექცია მოდის კვირეულზე და ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. კულისებიდან ძნელია გააკონტროლო, რა ხდება გარეთ, როცა გილოცავენ და ბევრ თბილ სიტყვას გეუბნებიან, გამოგაქვს დასკვნა, ვის როგორ მოეწონა, მა-გრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, გაოცება ვერ დავმალე, რომ გამოვედი და დავინახე, დავიბენი და მალევე შევედი უკან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება