გიგი უგულავას საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი სექსუალური მოდელია

გიგი უგულავას საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი სექსუალური მოდელია

ჟურნალისტი, მოდელი და იურისტი - სამივე პროფესია 26 წლის ია სირანაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეიძინა. 2011 წელს ჩინეთში ჩატარებულ ერთ-ერთ მსოფლიო კონკურსზე ტოპ-6 გოგონას შორის მოხვდა. ბედი ჟურნალისტიკაშიც სცადა, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ საკუთარი თავი იურისპრუდენციაში დაინახა და ადვოკატი გახდა.

- 28 წლის ვარ, რუსეთში დავიბადე. მამა ბიზნესმენი იყო და მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით. უნივერსიტეტში ჩაბარების დროს საქართველოში ჩამოვედი, მაშინ ცოტა ენის ბარიერიც მქონდა. ერთი ძმა მყავს, ის რუსეთში დარჩა. აქ მე და დედა ვცხოვრობთ. მამა დაიკარგა, ხუთი წელია, არ ჩანს, იმედია, გამოჩნდება. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

- საქართველოში ჩაბარება რატომ გადაწყვიტე?

- პატრიოტი ვარ. თბილისში უნივერსიტეტში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ჟურნალისტიკასა და იურიდიულზე. მაშინ უფრო ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ ახლა იურისპრუდენცია მაინტერესებს. მოდელობაზე არასოდეს მიოცნებია. რამდენჯერმე ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორი შემხვდა და მასთან მისვლას მთხოვდა. ბოლოს დავთანხმდი და ერთი წელი ვსწავლობდი პოდიუმზე სიარულს, შემდეგ სხვაგან გადავედი და ბოლოს საერთოდ დავანებე თავი.

2009 წელს ''მის ამიერკავკასიის'' კონკურსზე ტოპ 5-ში მოვხვდი. იქ მსოფლიო კონკურსების ორგანიზატორები გავიცანი და 2011 წელს ჩინეთში ''მის მსოფლიო ეროვნებათა კონკურსზე'' მიმიწვიეს. დედას ვთხოვე, არავისთვის ეთქვა, ხუმრობა მეგონა. ჩინეთში ურუმჩიმდე რომ ჩავედი, ერთ საათში უნდა მომეძებნა შემდეგი თვითმფრინავი, რომ შანხაიმდე ჩამეღწია. ინგლისურად ვერ მიპასუხეს, თურმე რუსული უფრო იცოდნენ. ბოლოს თვითმფრინავის გაფრენამდე ხუთი წუთით ადრე ტირილი დავიწყე. უცებ ქართული გინება მომესმა. ცხოვრებაში გინება ასე არ გამხარებია. სწორედ ის ქართველი დამეხმარა თვითმფრინავის მოძებნაში (იცინის). შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღმოჩნდა. თავისი კოორდინატები მომცა დასაკავშირებლად, მაგრამ დავკარგე.

- როგორც ვიცი, ამ კონკურსზე წარმატებას მიაღწიე.

- გასართობად და დასასვენებლად წავედი, განსაკუთრებული ამბიცია არ მქონია. ერთ საღამოს ორგანიზატორმა მნახა და მითხრა, მეორე დღეს ტალანტშოუზე ცეკვით უნდა გამოვსულიყავი. სალსა მქონდა წაღებული. ყველა აღფრთოვანდა ჩემი ცეკვით და მთხოვეს, საღამოს უფრო დიდ დარბაზში მეცეკვა. ორი სალსა მქონდა წაღებული - ნელი და ჩქარი, სამწუხაროდ, შეეშალათ და ნელი მუსიკა ჩართეს, მაგრამ ისე ვიცეკვე, მთელი დარბაზი გუგუნებდა, თავი ვარსკვლავი მეგონა (იღიმის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება