''ლეოპარდის ფაქტურა დიდი ხანია, გადავიდა მოდიდან...''

''ლეოპარდის ფაქტურა დიდი ხანია, გადავიდა მოდიდან...''

დიზაინერ პუსა ღოღაძის შემოქმედების გზა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. მისთვის მთავარი იყო, თოჯინებს ახალი სამოსი ჰქონოდათ, ამიტომ სადაც ქსოვილს დაინახავდა, ნემსით ხელში მიჰყვებოდა, თუმცა სულაც არ იცოდა მისი გამოყენება. საბავშვო ბაღიდანვე იცოდა მომავალი პროფესია. 10 წლისა, მშობლების სურვილით, გოგი ცაბაძის სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ იყო საქართველოს კარიტასი, სადაც ქართულ რეწვას დაეუფლა. ამას მოჰყვა სამხატვრო აკადემია, რომელიც მისი წარმატების გზის დასაწყისი გახდა. ამჟამადაც სწავლობს და სამომავლო გეგმებიც სწავლას უკავშირდება, სურს, იტალიაში გაემგზავროს.

თბილისის მოდის კვირეულზე ''ნიუ ქამერში'' მიიღო მონაწილეობა, მესამე ადგილი დაიკავა და მილანის აკადემიაში სწავლა 60%-ით დაუფინანსეს. ამ ეტაპზე მუშაობა დაწყებული აქვს ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც გაჯერებული იქნება ღია ფერებით, ყვავილებიანი პრინტით.

- წლევანდელ ტენდენციებზე 70-80 წლების მოდა ახდენს გავლენას. სილუეტი აუცილებლად უნდა იყოს წელში გამოყვანილი, რაც ქალურობას უსვამს ხაზს, ''ხორციან'' ქალბატონებს კი ვურჩევდი, წელის ხაზი ოდნავ ასწიონ და გაშვებული ჰაეროვანი ზედატანები მოირგონ, რაც უფრო დახვეწილ სილუეტს წარმოაჩენს.

- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?

- წელს თითქმის ყველანაირი ფერის ქსოვილია მოდური, რომელიც მაქსიმალურად დატვირთულია სხვადასხვა პრინტით. თუმცა შავი კლასიკაა და არასდროს გადავა მოდიდან, ამასთან, უპირატესობას მივანიჭებდი ყვითელსა და იასამნისფერს.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- ზაფხულს ძალიან უხდება კოპლები, ყვავილები, …მაქმანებიანი ქსოვილები... და საქართველოში უნდა მიხვდნენ, რომ ლეოპარდის ფაქტურა დიდი ხანია, გადავიდა მოდიდან.

- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, ამაზე რას გვეტყვით?

- თანამედროვე სამოსში ქალი მეტად ახალგაზრდულად გამოიყურება. შეარჩიეთ ''კლოში'', ''ნახევრად კლოში'' ან ''შემხვედრნაკეცებიანი'' კაბები, რომლებსაც ოდნავ ამოღებული კორსეტი გაალამაზებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება