ზალიკო ბერგერს ცნობილი დიზაინერი მისმა მეგობარმა ქალმა გააცნო

ზალიკო ბერგერს ცნობილი დიზაინერი მისმა მეგობარმა ქალმა გააცნო

რამდენიმე კვირაა, დიზაინერი ზალიკო ბერგერი იტალიას ლაშქრავს. მისი ''ფეისბუქის'' გვერდი სხვადასხვა ქალაქში გადაღებული საზაფხულო ფოტოებით არის აჭრელებული. ჩვენ ზალიკოს ინტერნეტით დავუკავშირდით და ევროტურის ამბები დაწვრილებით გამოვკითხეთ.

- ზალიკო, ახლა სად ხარ?

- ახლა ვარ სამხრეთ იტალიაში მეგობართან. ზღვის პირას ვისვენებ.

- მანამდე ბრაზილიაშიც ყოფილხარ.…

- მოგზაურობა დავიწყე ივლისის ათში. მე და ჩემი ბიზნესმენი მეგობარი მეუღლითა და ბავშვით ჩავედით ვარშავაში, სადაც ფხიზლად გავატარეთ დღე, გამოვიძინეთ და გადავფრინდით ბარსელონაში. ოცნებად მქონდა ბარსელონას ნახვა, აქამდე არ მქონდა ნანახი და თურმე ვცდებოდი. ყველაზე ბანძი და ''დიშოვი'' ქალაქი აღმოჩნდა, რაც ამ დრომდე მინახავს. ცხოვრებაში აღარ მომინდება ბასელონაში წასვლა.

- რატომ?

- მეტისმეტად ტურისტული ქალაქია. ვერ გაივლი, ქუჩებში ხალხი რიგ-რიგობით დადის. რომი და პარიზიც ხომ ტურისტული ქალაქებია, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი ხდება. არც ვიცი, როგორ ავხსნა, ბაზრობისა და მეტროს ნაერთი რომ წარმოიდგინოთ, ზუსტად ისეთი ქალაქია. დადიხარ ქუჩაში და გპარავენ ყველაფერს, მიდიხარ და ყველა ჯიბეში ხელი გაქვს ჩაყოფილი.

- მოგპარეს რამე?

- კი, გამძარცვეს, ტელეფონი მომპარეს, რომელიც მოვიგე გადაცემაში ''გააცინე და მოიგე''. ეგ დიდი არაფერი, თან არ გავყოლივარ, მაგრამ ჩემს მეგობარს პარავდნენ საფულეს, რომელიც ჩანთიდან ამოაცალეს. ჩანთის მოძრაობაზე მიხვდა, თორემ დავრჩებოდით დასვენების გარეშე. ზღვის სანაპიროზე არ ვყოფილვარ, შეიძლება, სანაპირო მაინც მომწონებოდა, სხვა სიტუაცია ყოფილიყო.

- ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერე?

- კი. არქიტექტორ ანტონიო გაუდის აშენებული ტაძარი, ''საგრადა ფამილიაც'' ვნახე. დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა. უშველებელი კი არის, დაუმთავრებელია, ჯერ კიდევ შენდება. მოქმედი კათოლიკური ტაძარია, უცნაური ფორმის ჯვრები აქვს, მგონი, ამ ტაძარს ქრისტიანობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ამ არქიტექტორის სახლი კი მომეწონა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება