''ამ სეზონზე უპირატესობა უფრო მყარ და მაგარ ნაჭრებს ენიჭება...''

''ამ სეზონზე უპირატესობა უფრო მყარ და მაგარ ნაჭრებს ენიჭება...''

მარიამ გოგიაშვილი სკოლას ახლა ამთავრებს, თუმცა უკვე შექმნილი აქვს საკუთარი ბრენდი. რამდენიმე წლის წინ მაისურებზე ხატვა დაიწყო, მანამდე კი პარკებისგან შექმნილი კაბების პატარა კოლექცია გააკეთა, თუმცა მისმა მაისურებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მიხვდა, გაგრძელება ღირდა. დღეს კი მისი ნაწარმი თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ქართველი დიზაინერების მიერ შეკრილი სამოსის გვერდით იყიდება.

- მაისურებზე პრინტს აკეთებ, თუ სხვა ხერხით ხატავ?

- მაისურებზე ხელით ვხატავ, ეს ზუსტად ისეთი შემოქმედებითი პროცესია, როგორიც ჩვეულებრივი ხატვა, რომელსაც ჩემთვის გართობის სახე აქვს. პირველი ნამუშევარი ''შანელის'' პოპარტით საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა, მართალია, ნახატი ჩემი ფანტაზიით არ იყო შექმნილი, მაგრამ ყველა მაისური ჩემი ხელით იყო მოხატული. 40 ცალი რომ გაიყიდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ღირდა გაგრძელება და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. საერთოდ, არ მიყვარს ნახატის გამეორება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იდეა ჩემია, მაგრამ როცა მოთხოვნა დიდია, ამასაც ვაკეთებ. შედარებით ნაკლებად მიზიდავს შეკვეთა, რომელიც თავიდან ბოლომდე მომხმარებლის ინიციატივით უნდა შევასრულო, ამ შემთხვევაშიც კი ვეუბნები ადამიანს, რომ ჩემეულ დეტალებს შევიტან, ასე რომ, გადმოხატული მაისურები არ მაქვს.

- გარდა მოხატული და პრინტიანი მაისურებისა, როგორი ზედატანებია მოდაში?

- მე რა მომწონს და რა არა, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ახლა მოდაშია თეთრი, შავი და ასევე მკვეთრი ფერის მაისურები დიდი მძივებითა და აქსესუარებით. შეიძლება, სამკაული კაბას ან ზედას მიმაგრებული ჰქონდეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დამოუკიდებლად ეკეთოს. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ესპადრელები ძალიან აქტუალურია. ადრე ამ მხრივ უფრო მუქი ფერები ჭარბობდა, ახლა კი გაფერადდა, რაც კარგია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია