"შიხიაშვილი - პარტიული ვირთხობის სიმბოლო" - ჩიორა თაქთაქიშვილი საკრებულოს დაფინანსებულ ფილმზე

"შიხიაშვილი - პარტიული ვირთხობის სიმბოლო" - ჩიორა თაქთაქიშვილი საკრებულოს დაფინანსებულ ფილმზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თბილისის თვითმმართველობის ისტორიის შესახებ ფილმის გადაღებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"შიხიაშვილი - პარტიული ვირთხობის სიმბოლო :))

კარგით რა, რამდენი ნიჭიერი რეჟისორია ამ ქვეყანაში, რამდენი საინტერესო ფილმის გადაღება უნდათ, ვინმემ ამ ხალხს კითხა, იქნებ უკეთესი რამის გადაღება შეეძლოთ ამ ფასად? მეორეს მხრივ რამდენი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც 300 ლარიან დახმარებას თხოვს მერიას, რამდენი სტუდენტი ვეღარ იხდის სწავლის ფულს, რომლებსაც შიხიაშვილმა შეუწყვიტა მერიის დაფინანსება და სამაგიეროდ ისტორიულ ფილმს აჩვენებენ ამ ხალხს?

აი, იდეალური დრო და ადგილია, რომ შიხიაშვილის საკრებულომ სახლში წასვლის წინ პრემიებთან ერთად 150 ათასიანი ფილმი შეუკვეთოს თვითმმართველობის ისტორიაზე!!", - წერს თაქთაქიშვილი.

თბილისის თვითმმართველობის ისტორია 28 წუთიან მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ჩაეტევა, რომლის გადაღებაც ბიუჯეტს 142 ათასი ლარი დაუჯდება.

საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის პოპულარიზაციით ხსნის. ამასთან, საკრებულოს წევრები ირწმუნებიან, რომ ფილმში არცერთი მათგანი მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს