"სიხარბე სხვა გზით დამალეთ! ნახუი პოლიტიკურ სანაგვეზე!" - გამსახურდია შიხიაშვილის 300%-იან პრემიებზე

"სიხარბე სხვა გზით დამალეთ! ნახუი პოლიტიკურ სანაგვეზე!" - გამსახურდია შიხიაშვილის 300%-იან პრემიებზე

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია პრემიებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ეს შიხიაშვილი ბერი ანდრიას ფონდის სახელით რატომ სპეკულირებს!? მაგის პრემიებთან ეს ფონდი არაფერ შუაშია. მას ხელმძღვანელობს სიმსივნით გარდაცვლილი ბავშვის, რომელიც ბერად შედგა გარდაცვალებამდე, ანდრიას დედა თინათინი და არც საეკლესიოა, არც სახელმწიფო. ეს ადამიანი უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და გაქსუებულებო, თქვენი სიხარბე სხვა რაიმე გზით დამალეთ! თუ დაიმალება... ნახუი პოლიტიკურ სანაგვეზე!", - წერს გამსახურდია.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, არასდროს არ გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოში გაცემულ 300%-იან პრემიებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროვებას, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა. საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიორები იყვნენ თამთა დემურიშვილი და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი ეს თანამშრომლობა 4 თვეა, გრძელდება. ერთი კვირის წინ ქალბატონ თამთასთან მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%, კერძოდ, ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ ბერი ანდრიას ფონდში და კიდევ იმ ფონდში, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სოლიდარობა და თანადგომა. თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა", -განაცხადა შიხიაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს