როგორ მოვაწყოთ ჩვენი ოცნების საძინებელი? - პროფესიონალი დიზაინერის რჩევები

როგორ მოვაწყოთ ჩვენი ოცნების საძინებელი? - პროფესიონალი დიზაინერის რჩევები

მყუდრო, ლამაზი და კომფორტული საძინებელი ყოველი დიასახლისის ოცნებაა. ჩვენი ცხოვრების მესამედს ხომ სწორედ ძილში ვატარებთ? ეს გახლავთ ყველაზე ინტიმური ოთახი და შესაბამისად, მისი დიზაინი სხვა დანარჩენი ოთახებისაგან განსხვავებული უნდა იყოს.

სასურველია, რომ საძინებელი ოთახი ბინის ყველაზე მშვიდ ნაწილში მდებარეობდეს, რათა ქუჩის ხმაურმა ძილში ხელი არ შეგიშალოთ. საძინებელი ოთახის დიზაინი დამოკიდებულია ოთახის ზომაზე, ფორმაზე, განათებასა და რაღა თქმა უნდა, ავეჯზე. დიზაინი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ პირობებში შექმნათ მყუდრო კუთხე, დაფაროთ ოთახის უარყოფითი მხარეები, ხოლო დადებითი - გამოკვეთოთ.

მაგალითად, ნათელი ფერები ოთახის სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს წარმოაჩენს. თუ ფანჯარა სამხრეთით გადის, მაშინ ოთახის გაფორმებაში უფრო ცივი ფერები იქნება მომგებიანი. ყველაზე ხშირად საძინებელი ოთახისთვის დამამშვიდებელ, ნაზ პასტელის ფერებს ირჩევენ.

მაგალითად: კრემისფერს, ყვითელს, ჩალისფერს. ფერების შერჩევა ინდივიდუალურად, სახლის პატრონების გემოვნების მიხედვით ხდება. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საძინებელი არის დასასვენებელი ოთახი და ფანტაზიაში ნუ გადააჭარბებთ.

საძინებლის დაგეგმარება საწოლიდან უნდა დაიწყოთ. ის ინტერიერის მთავარი კომპონენტია, რომელიც საძინებლისთვის არის შექმნილი. არ არის მიზანშეწონილი საწოლის კართან ძალიან ახლოს დადგმა. სასურველია, თუ ფართო საწოლი ზურგით კედელთან იდგება, რათა ორივე მხრიდან თავისუფლად შეძლოთ მიდგომა.

უფრო კონკრეტული რჩევებისთვის კომპანია "ემბავუდის" დიზაინერს, დიმიტრი გრაჩევს მივმართეთ.

- დიმიტრი, როგორ მოვაწყოთ საძინებელი?

- იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენოთ და გამოიძინოთ, აუცილებელი პირობაა, რომ საწოლი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული კონკრეტულ ადამიანზე. არ არის აუცილებელი, აჰყვე ტენდენციებს და აქცენტი მხოლოდ დიზაინის ვიზუალურ მხარეზე გააკეთო.

შენი სახლი შენი კომფორტის ზონაა და მისი მოწყობის დროს ყოველი დეტალი უნდა გაითვალისწინო. ბევრი თვლის, რომ თუ საძინებელი ოთახის დეკორი ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი, დიზაინი უფრო სადა და ლამაზი იქნება.

მთლიანად ერთ ფერში მოწყობილი ოთახი უინტერესო და მოსაწყენი იქნება. ბევრად უფრო ეფექტურია ფერების კომბინაციები. საწოლის თავის მხარეს, კედელი შეგიძლიათ განსხვავებულ ფერში შეღებოთ ან გააკეთოთ დეკორატიული კედელი, დადგათ ოთახის მცენარე.

იხილეთ სრულად

42 ათასი ლარი 3.5 თვეში - რა ქონებით ტოვებს საპენსიო სააგენტოს ლევან სურგულაძე

ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს - მომდევნო დღეები უნალექო ამინდი იქნება

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა