"მოდურია ესპადრელები და დაწნულძირიანი ღია ფეხსაცმელი"

"მოდურია ესპადრელები და დაწნულძირიანი ღია ფეხსაცმელი"

დიზაინერმა ტატა მჭედლიშვილმა სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა, სადიპლომოდ შექმნა კოლექცია სახელწოდებით "ისევ ბავშვობაში", რომელიც ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად ფეშენმარკეტინგს სწავლობს, სურს, ამ სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავოს და შემდეგ უკვე მთელი მონდომებით შეუდგეს საქმეს.

- ახლა ისეთი პერიოდია, ყველაფერია მოდაში, თუმცა გვაქვს გამოკვეთილი ტენდენციები. მაგალითად, კლასიკური და სპორტული სტილის ნაზავი, მრავალფეროვანი ნაჭრების გამოყენება, ასევე შეიძლება საზაფხულო სამოსის დეტალურად გაფორმება ტყავით.

მოდურია ვიწრო, ქალური სილუეტი სპორტული ელემენტებით. ამ პერიოდის ტენდენციებში ძალიან დიდ როლს თამაშობს აქსესუარები, განსაკუთრებით ხის მასიური სამკაულები. თავიდან მოთხოვნა იყო ყელსაბამებზე, მაგრამ ახლა უკვე დიდი და ორიგინალური სამაჯურები და საყურეებიც ძალიან აქტუალური გახდა. ჩანთებიდან მოდურია საკვოიაჟები და ზურგჩანთები.

- კლასიკურ სამოსში სპორტული ელემენტები როგორ შევიტანოთ?

- კლასიკური სილუეტის კაბა შეგიძლიათ ჩაიცვათ კედსა და ბოტასთან, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ძალიან კლასიკური, მაგალითად ატლასის ნაჭრისგან შეკერილი კაბა. ბოტასმა კი უფრო კლასიკური იერი მიიღო.

- შარვლების მოყვარულებმა რა უნდა გაითვალისწინონ?

- მოდაშია კოჭამდე სიგრძის, ფართხუნა ან შლაქსის ტიპის, მუხლიდან გაშვებული შარვლები. თუმცა თეძოდან გაფართოებული შარვლებიც არაა ტენდენციებიდან ამოვარდნილი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს