სოფია ვერგარას შერონ სტოუნმა სექსის თამაში ასწავლა

სოფია ვერგარას შერონ სტოუნმა სექსის თამაში ასწავლა

41 წლის სოფია ვერგარა ჟურნალ Women’s Health-ის მაისის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. 21 წლის ვაჟის დედა კვლავ თამამად წარმოაჩენს მშვენიერ სხეულს. მკვეთრი ფერის საცურაო კოსტიუმსა და ნაქსოვ მაისურში გამოწყობილი ვარსკვლავი მშვენიერი ფეხების, ბრტყელი მუცლისა და სავსე მკერდის დემონსტრირებას ახდენს.

სოფიამ თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო. მას მერე, რაც შვილი გაუჩნდა და ქმარს გაეყარა, 20 წლის კოლუმბიელ გოგონას საარსებო ფულიც არ ჰქონდა. პირველი წარმატება ''პეპსის'' რეკლამამ მოუტანა.

ახლა კი ნამდვილი ვარსკვლავია, მთავარ როლს თამაშობს კომედიურ სერიალში ''ამერიკული ოჯახი'', ხშირად აქვს ფოტოსესიები და გრანდიოზულ ღონისძიებებზეც, მაგალითად, ''ოსკარის'' თუ ''ოქროს გლობუსის'' დაჯილდოებაზე, ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გემოვნებით შემოსილია.

სოფიამ Women’s Health-ს ინტერვიუც მისცა და განსაკუთრებულად გულახდილი იყო: ''ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ თავს სექსუალურად გრძნობენ მას მერე, რაც გაიღვიძებენ. მე კი საკუთარი თავი ყველაზე მეტად მაშინ მომწონს, როცა შხაპს მივიღებ, თმას დავივარცხნი და მაკიაჟსაც გავიკეთებ''.

აღმოჩნდა, რომ ლათინოამერიკულმა აღზრდამ სოფიას ასწავლა, საპირისპირო სქესისთვის აუცილებლად ყოველთვის მომხიბვლელი და მიმზიდველი იყოს: ''ჩვენს კულტურაში მიღებულია ისე ჩაცმა, რომ მამაკაცებს ან ქმრებს მოეწონოთ და არა მეგობარ გოგონებს. ჩვენ, ლათინოამერიკელები, მამაკაცების მოსახიბლად ვიმოსებით.

მოვკვდები და არ ჩავიცვამ ''ბოიფრენდის'' მოდელის ჯინსებს (ანუ დახეულს და ცოტა ჩაჩაჩულს - მთარგმ.), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა, იდეალური იყო და უზადოდ ბრტყელი მუცელი გქონდეს. არც შინ ულიფოდ, უფორმო მკერდის ქანაობით სიარულს მივესალმები. ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება