სლავიანსკში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს

სლავიანსკში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს

სლავიანსკში ამერიკელი ჟურნალისტი და თარჯიმანი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით,  ამერიკული გამოცემა Buzzfeed-ის ჟურნალისტი მაიკ ჯილიო და თარჯიმანი ელენა გლაზუნოვა სეპარატისტებმა გაიტაცეს.

ამასთან, ბოლო ინფორმაციით, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა რედაქციას მიაწოდა, სეპარატისებს ისინი სლავიანსკში, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავდათ.

უკრაინის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუცის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით მედიის 18 თანამშრომლობის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა