კახა კალაძე - ყოფილი "ნაციონალები" "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნებიან

კახა კალაძე - ყოფილი "ნაციონალები" "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნებიან

ვიცე-პრემიერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს საარჩევნო სიაში, თუმცა აცხადებს, რომ ყოფილი "ნაციონალები" სიაში არ იქნებიან.

"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არა მარტო დედაქალაქში,  არამედ ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ საარჩევნო პროპორციულ სიებს და მაჟორიტარობის  კანდიდატებს, ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ყოფილ ”ნაციონალებს”, კიდევ ერთხელ ვადასტურებ -  მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, რომ ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა