უკრაინული მედია - კრამატორსკში რუსეთის დროშიანი ტანკები შევიდნენ

უკრაინული მედია - კრამატორსკში რუსეთის დროშიანი ტანკები შევიდნენ

დონეცკის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის დროშიანი ტანკები შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინული Unian-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დროშიანი ტანკები სლავიანსკის მიმართულებით მოძრაობენ.

"კრამატორსკში დაახლოებით 10-მდე ჯავშანტექნიკა გადაადგილდება, რომლებზეც რუსეთის დროშა ფრიალებს. ტანკებზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები არიან", - დაწერა "ფეისბუქზე" ჟურნალისტმა ანდრეი შევჩენკომ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში პრორუსმა აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს უკრაინულ ჯავშანტექნიკას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა