სლავიანსკის უშიშროების სამსახურის შენობა, დონეცკის პოლიციის განყოფილება და მერია გათავისუფლებულია

სლავიანსკის უშიშროების სამსახურის შენობა, დონეცკის პოლიციის განყოფილება და მერია გათავისუფლებულია

ადგილობრივების ინფორმაციით, სლავიანსკის უშიშროების სამსახურის შენობა, შს სამინისტროს დონეცკის განყოფილება და მერია გათავისუფლებულია. ამის შესახებ Facebook-ში საკუთარ გვერდზე პარტია "ბატკივშინას" დეპუტატი ალექსანდრე ბრიგინეცი წერს.

"ამ დროისთვის ქალაქის შესასვლეში ორ ბლოგპოსტთან სროლები მიმდინარეობს. რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ შტურმში სამხედრო ვერტმფრენები და "გრანატის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ოპერაციის ძირითადი ნაწილი ანტიტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა", - წერს ბრიგინეცი.

ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას ერთი სამართალდამცველი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

"ეს მოხდა სეპარატისტების მიერ ჩადგმულ ერთ-ერთ ბლოკპოსტთან, რომელთან მიახლოებისას სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს", - წერს "ლიგანეტი".

სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარესაც არიან.

მომზადებულია www.liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა